02:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 10:20:46, 689 ნახვა

საზოგადოება
2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა

2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში გერმანიის ფედერალური სამსახური ავრცელებს. 
 
მიგრაციის სამსახურის ცნობით, 2023 წლის განმავლობაში, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი 9 399-მა ადამიანმა მოითხოვა, საიდანაც  8 414-მა განცხადება პირველად შეავსო, ხოლო 22 794-მა ადამიანმა გერმანიაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება ითხოვა. 

მათივე ცნობით, გერმანიაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი და საქართველო, ამ მიმართულებით, მე-6 ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 15 დეკემბერს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა. 18 დეკემბერს კი, ქვეყნებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics