|
2024-01-08 23:34:50, 1019 ნახვა
საზოგადოება
ჯაღმაიძე - მიმაჩნია, რომ იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ - შეეცდებიან, ქართული ეკლესია დააკნინონ
დავუკვირდეთ, ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას. გავიხსენოთ, საეკლესიო დღესასწაული როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, მას მიაჩნია, რომ "იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან, დააკნინონ ქართული ეკლესია". „მიმაჩნია, რომ იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ. შეეცდებიან, დააკნინონ ქართული ეკლესია. 200 პროექტი განახორციელა საპატრიარქომ წელს, რომელიც ეხებოდა კომუნისტურ პერიოდში მოწამე ქართველ წმინდანებს, დახვრეტილებს, დევნილებს, არცერთი მათგანი არ გაუშუქებიათ იმ ტელევიზიებს, რომლებმაც შობის დღესასწაულის მოგონილი სკანდალით გადაფარვა სცადეს. დავუკვირდეთ, ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას? გავიხსენოთ, საეკლესიო დღესასწაული როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე?", - წერს ჯაღმაიძე. შეგახსენებთ, 6 იანვარს, დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი განცხადებით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. მოგვიანებით, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)