08:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-07 11:48:12, 689 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს ქრისტეშობას ულოცავს.

„ქართული ოცნების“ ლიდერი საშობაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პატრიარქს საშობაო ეპისტოლესთვის და აღნიშნა, რომ როგორც ყოველთვის, პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი.

„გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას.  მადლობას გადავუხდი პატრიარქს ეპისტოლესთვის, როგორც ყოველთვის პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, საუბარი იყო რწმენის მნიშვნელობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე. პატრიარქმა საგანგებოდ  უსურვა მშვიდობა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს, ისევე, როგორც სრულიად მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზავნილები ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საშობაო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics