08:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-05 21:08:40, 805 ნახვა

საზოგადოება
ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ Meta-სგან 47-ჯერ გამოითხოვა ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ

2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ მეტამომხმარებელთა პირადი ანგარიშების შესახებ ინფორმაციის 47 მოთხოვნა განხორციელდა, სულ 149 მოთხოვნიდან. „მეტას“ წლიური ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნების უმეტესი ნაწილი განხორციელდა სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით და საქართველოდან მიღებული მოთხოვნების 93,62% დაკმაყოფილდა, რაც ნიშნავს, რომ მეტამ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდა.

საუბარია Facebook, Instagram, Messenger, Oculu და Whatsapp ანგარიშებზე. ყოველი განაცხადის დეტალური სამართლებრივი შესწავლის საფუძველზე, ჰოლდინგი წყვეტს, მიაწოდოს თუ არა ინფორმაცია სრულად, ნაწილობრივ, თუ არა, - ამბობს მეტა.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთავრობის მხრიდან მოთხოვნის რაოდენობა გაიზარდა. 2022 წლის ამავე პერიოდში საქართველოდან მეტას მხოლოდ 27 მოთხოვნა შევიდა, 2022 წლის ივლის-დეკემბერში კი - 28.

საქართველო აბსოლუტური ლიდერია მომხმარებელთა მონაცემების მოთხოვნაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მეტამ სომხეთის ხელისუფლებისგან ხუთი მოთხოვნა მიიღო 2022 წლის იანვარ-ივნისში, ხოლო 15 აზერბაიჯანიდან.

გასული წლის პირველ ექვს თვეში მეტამ მიიღო ყველაზე მეტი მოთხოვნა აშშ-დან - 74 ათასამდე (73,956) მოთხოვნა, რაც შეეხო 125 ათასზე მეტი ადამიანის ანგარიშებს. მოთხოვნების 87,84% დაკმაყოფილდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics