|
2024-01-03 10:12:07, 901 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი ახალ წელს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე შეხვდა
რატი ბრეგაძემ 2024 წლის დადგომა, იმ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა, რომლებიც დღესასწაულს სამუშაო გარემოში, ოჯახის წევრებისაგან მოშორებით ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2024 წლის პირველ დღეს მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე უახლესი სპორტული კომპლექსი გახსნა. კომპლექსი ფეხბურთის, კალათბურთის მოედანსა და სატრენაჟორო სივრცისგან შედგება. "მინისტრმა ახალი წლის დადგომა N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებსაც მიულოცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ 2023 წელი საინტერესო გამოწვევებთან გამკლავებისა და პოზიტიური შედეგების წელი იყო. 2024 წელი კი ინსფრასტრუქტურული განახლებებისა და კიდევ მეტი წარმატების წელი იქნება ქვეყნისთვის და მის სამსახურში მყოფი თითოეული ადამიანისათვის. მინისტრმა გამოხატა რწმენა, იმისა, რომ ახალი წლიდან ახალი ენერგიითა და გაზრდილი მოტივაციით კიდევ უფრო მეტის გაკეთება იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)