|
2023-12-30 12:48:00, 1241 ნახვა
საზოგადოება
მერია - „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს, 40-მდე ბავშვს საახალწლო სურვილები აუსრულეს. კომპანიის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით, ბავშვების სურვილების, საჭიროებების მიხედვით, საჩუქრები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ბენეფიციარებს საჩუქრები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და კომპანიის სხვა თანამშრომლებმა გადასცეს. თავის მხრივ, ბავშვებმა და მოზარდებმა „ფლეშმობი“ მოაწყეს. „სასიამოვნო და სასიხარულო ღონისძიება გვაქვს დღეს, რაც „თბილსერვის ჯგუფში“ უკვე ტრადიციად იქცა. გვიხარია, რომ სწორედ იმ ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება შევძელით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ყველა ბავშვს მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ყველა სურვილის ასრულება ვუსურვო“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ. საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო „მომავლის გზის“ წარმომადგენლები.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)