|
2023-12-29 17:13:57, 849 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსმა უწყების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ უწყების 80 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, უკვე რამდენიმე წელია ღონისძიებას ახალი ნომინაცია „წლის საუკეთესო გუნდი“ დაემატა , რომელიც 2024 წელს ანალიტიკური დეპარტამენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის თანამშრომელთა გუნდს გადაეცა, ერთობლივი წარმატებული პროექტისთვის სახელწოდებით - „გადასახადის გადამხდელთა ქცევის რეიტინგი“. „უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ დამდეგ ახალ 2024 წელს და შობის დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და წარმატებებს. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიაში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და სანიმუშო თანამშრომლობისთვის. სამსახურის თითოეული თანამშრომლის აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით, სრულად შესრულდა კანონით ნაკისრი ვალდებულებები. გმადლობთ, კეთილსინდისიერებისა და ერთგულებისთვის“, - აღნიშნა ლევან კაკავამ. დაჯილდოვების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე და მოადგილეები, ირაკლი შარტავა, ვლადიმერ ხუნდაძე, ლევან წითელაშვილი, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)