|
2023-12-28 21:57:59, 640 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 2024 წელი მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნულ ნაკრებისთვის, ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებას - GFF Awards 2023-ს დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას გაწეული შრომისთვის. „ჩვენი, ხელისუფლების ვალია გვერდით დავუდგეთ სპორტს, შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომავალი თაობებისთვის, რათა მეტი წარმატებული ფეხბურთელი და სპორტსმენი აღიზარდოს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, იმ გუნდს, რომელიც ამდენი წელია, ძალიან ბევრს შრომობს, რათა ვიყოთ წარმატებულები", - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა თბილისის მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მანვე მადლობა გადაუხადა ქართული ფეხბურთის ქომაგებს და გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერაც, მისი თქმით, აძლიერებს სპორტსმენებს. „დღეს აქ შეკრებილები არიან სპორტსმენები, ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები და ყველამ კარგად ვიცით, რამხელა მნიშვენელობა აქვს გულშემატკივარს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადი ქართველ გულშემატკივარს, რადგან სწორედ ისინი არიან, ვინც გვანებივრებს, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ. ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან. რომ არა გულშემატკივარი, ფეხბურთის თამაშს აზრი დაეკარგებოდა, რადგან სწორედ გულშემატკივარი გაძლევს სტიმულს, იბრძოლო, წარმატებას მიაღწიო, თუნდაც მარცხის შემდეგ ღირსეულად წამოდგე და ბრძოლა გააგრძელო", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, მომავალი 2024 წელი მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის, რისთვისაც წარმატებები უსურვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. „2024 წელი, რომელიც სულ მალე შემოვა, მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთისთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დღეს ჩვენი ქვეყანა და ქართული ფეხბურთი არის იმ დონეზე, რომ ჩვენ წარმოვადგენდეთ ევროპას, ვიყოთ ევროპულ ტურნირებზე და ვიყოთ წარმატებულები. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)