|
2023-12-27 17:22:35, 566 ნახვა
საზოგადოება
აბულაძე - „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა უმკაცრესია
საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმის "ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. 2023 წლის 9 თვის მონაცემებით "ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 48 პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი 57 პირის მიმართ დადგა, - აღნიშნულის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ბაკურ აბულაძის განცხადებით სისხლის სამართლის პოლიტიკა „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უმკაცრესია. ანგარიშის წარდგენისას გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნული დანაშაულის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაშაულის შედეგად მიღებული ქონებების მიდევნების და ჩამორთმევის მიმართულებითაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ანგარიშის წარდგენისას ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, რომ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად იგზავნება სასამართლოში და საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის და მამხილებელი ჩვენების მიცემისას გამონაკლის შემთხვევებში იყენებს. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)