|
2023-12-26 14:36:57, 655 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკმა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადასცა
ბაზისბანკი, განათლების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, განაგრძობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და მხარდაჭერა, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში. სტიპენდიები ყოველ სემესტრში გაიცემა საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებზე. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის გაზრდისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისათვის, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება. „ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მეათე წელია გრძელდება. ჩართული ვართ ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გაიცა“,- აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)