|
2023-12-25 17:53:33, 877 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - „დელტა ტექსტილი“ თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს და დეზინფორმაციული გზავნილები ვრცელდება. ბურჭულაძემ მედიასა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია მაღალი ხარისხის ფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც „დელტას“ ბაზაზე მოქმედი საწარმო „დელტა ტექსტილი“ საქართველოში აწარმოებს და ქართულ ჯარს ამარაგებს. „დელტა ტექსტილის“ ფუნქციონირება გამჭვირვალე პროცესია, შეგიძლიათ გამოითხოვოთ, ციფრები, მათი წარმადობა ორჯერ გაიზარდა და წელს მათი ბრუნვა სავარაუდოდ, 30 მილიონი ლარი იქნება. დასაქმებულთა რაოდენობა 250-დან 500 ადამიანამდე გაიზარდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ უნიფორმებზე, კვების ხარისხსა და მიღწეულ შედეგებზე საუბრისას, ყურადღება კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე გაამახვილა. „შედეგი ყოველთვის აღნიშნავს იმას, თუ როგორია კონტროლი. კონტროლის მექანიზმები რომ არ გაგვეძლიერებინა, ბუნებრივია, ასეთ შედეგს ვერც კვების და ვერც უნიფორმების მიმართულებით მივაღწევდით. კონტროლის მექანიზმების გასაძლიერებლად ძალისხმევა არ დაგვიშურებია. ეს არის ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ ასეთი მაღალი ხარისხი მივიღეთ“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელმაც საზოგადოებას კონტროლის შიდა და გარე მექანიზმებიც გააცნო, მათ შორის, ხარისხის მართვის სისტემაში ცნობილი სტანდარტის, ISO სერტიფიკატის სახით მოქმედი კონტროლის ინსტრუმენტი. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)