|
2023-12-25 17:44:35, 872 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესებული მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა დაემატა,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან. მინისტრი გამოეხმაურა "ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან თავდაცვის ძალების წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება". მისი განცხადებით, არათუ გადინება, არამედ სამხედრო საქმით დაინტერესების მაჩვენებელი დეკადების განმავლობაში არსებულ რეკორდულ მაჩვენებელზეც მაღალია. „წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესდა მოქალაქეთა დიდი რაოდენობა, სწორედ იმიტომ, რომ მათ იციან თუ როგორ ზრუნავს ჩვენი ხელისუფლება ჯარისკაცებზე, თუ როგორი სოციალური პირობები აქვს შექმნილი თავდაცვის უწყებას სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ასეთი შედეგი, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონია. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ოთხი წლის წინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ეს, რა თქმა უნდა, გრძელდება და, სწორედ, ამის შედეგია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით მოქალაქეთა მხრიდან მაღალი დაინტერესება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)