|
2023-12-25 16:49:27, 686 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის სხდომაზე „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, მუშაობა დაასრულა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით. "აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, პირველ რიგში გულისხმობს არაერთი მიმართულებით ევრორეგულაციებთან დაახლოებას. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ იმ ვალდებულებების შესრულებზე, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად აქცევს და, ამავდროულად, ქვეყანას ექნება თანამედროვე, საერთაშორისოდ აღიარებული მარეგულირებელი სისტემა. დღეის მდგომარეობით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო 7-თან დასაახლოებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ახალი კანონის მიღებით, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, საქართველოში განისაზღვრება მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების - მცენარეთა და ცხოველთა სახეობების საბინადრო გარემოს ნუსხა, რომელიც დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. რაც შეეხება ეროვნულ „წითელ ნუსხას“, ის გახდება ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების წითელი ნუსხის ანალოგიური. შესაბამისად, „წითელი ნუსხა“ იქნება საქართველოში გავრცელებული ყველა სახეობის პოპულაციების მდგომარეობის აღწერის და შეფასების ინსტრუმენტი.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)