|
2023-12-25 15:46:26, 644 ნახვა
საზოგადოება
მერია - ივანიშვილი-დემურიას ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება
ნაძალადევის რაიონში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. მარიამ ივანიშვილი-დემურიას ქუჩაზე, 2 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტში 270 000 ლარი არის გათვალისწინებული. მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. „ამ ქუჩაზე გზა ფაქტობრივად არ არსებობდა, იყო მხოლოდ გრუნტიანი საფარი. თავდაპირველად, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ დაიგო ასფალტის საფარი. ახლა კი, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩვენს რაიონში მომავალშიც კიდევ ბევრ ქუჩაზე გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)