|
2023-12-22 11:25:57, 640 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურთან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის მინისტრს ლიცეუმის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. "თავდაცვის სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი ფუნქციური შენობები, ხოლო იქ არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. 42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქცია. ასევე, აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი ავტოსადგომი, საწვავგასამართი სადგური, ავტოსამრეცხაო და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო უბანი. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში წლებია წარმატებით ფუნქციონირებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ახალი ლიცეუმი დასავლეთ საქართველოს ლიცეუმის ანალოგი იქნება და აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)