|
2023-12-21 22:34:18, 711 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, სრულად, დაახლოებით, 400 000 ადამიანს დაუფინანსდება
ერთის მხრივ, ვაფართოებთ ქრონიკული მედიკამენტების სიას, მეორეს მხრივ კი, მნიშვნელოვნად ვზრდით პროგრამის ბიუჯეტს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, სრულად მიიღონ მთელი წლის განმავლობაში საჭირო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ცვლილება, პენსიონერ პირებსა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, დაახლოებით, 400 000 ადამიანს შეეხება. 2024 წელს, პროგრამის ბიუჯეტი, 60 მილიონ ლარამდე იქნება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილის თქმით, ცვლილების მიზანი მედიკამენტებზე, მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შემცირებაა. ჯანდაცვის მინისტრმა, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდება. „პრემიერ - მინისტრის ინიციატივა იყო, მოქალაქეებს, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა ჰქონოდათ. როგორც კი ეჭვი გაჩნდება სიმსივნესთან დაკავშირებით, სახელმწიფო, სრულად დააფინანსებს დიაგნოზის დასმისთვის საჭირო პროცედურებს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, პირველ რიგში, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ და ასევე, უფრო ეფექტიანად დაიხარჯოს ბიუჯეტის სახსრები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)