|
2023-12-21 17:05:03, 1312 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დ.პ. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, ბრალდებული სამ პირთან ერთად დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში, ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა თ.ბ.-ს. თავდამსხმელები დაზარალებულზე ძალადობით მისგან ფულს და ოქროს ნივთებს ითხოვდნენ. თ.ბ.-ს წინააღმდეგობის შეწყვეტისა და თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა იგი შებოჭეს და დაახრჩვეს, რის შემდეგაც დაზარალებულის ოჯახის კუთვნილი 7 900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3100 ლარს და 1600 ლარად ღირებულ „ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ვინაიდან დ.პ. მიმალვაში იმყოფებოდა, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ანგარებით, არაერთგზის ) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. წითელი ცირკულარით ძებნილი დ.პ. საქართველოს მხარის მოთხოვნით, საფრანგეთში სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი საქართველოში ექსტრადირება 2023 წლის 29 მარტს განხორციელდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2020 წელს თელავის რაიონულმა სასმართლომ ჯგუფის სხვა წევრები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 20-20 წლით, ხოლო ერთს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)