|
2023-12-21 16:36:21, 676 ნახვა
საზოგადოება
უკვე მესამედ, „თიბისი ლიზინგი“ BARTA 2023-ის გამარჯვებულია
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები ცნობილია. უკვე მესამედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) „თიბისი ლიზინგს“ გადაეცა. აღნიშნული ჯილდო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „თიბისი ლიზინგის“ კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს. „BARTA-ს კონკურსი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან გამჭვირვალე ანგარიშგება მომხმარებელთა თუ ინვესტორთა ნდობის მოპოვებისა და გამყარებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე. გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტი რესურსი მოვიძიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ეკონომიკის განვითარებაში“, - აცხადებს თორნიკე ეგნატაშვილი, ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ BARTA ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით ოთხი წლის წინ შეიქმნა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)