14:01 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 16:15:15, 606 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონს კიდევ ორი სკვერი შეემატა

გლდანის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატა. თბილისის მერიის ცნობით, გლდანულაში, N2-2ა კორპუსებთან და მუხიანში, მეორე მიკრორაიონის N7–9 კორპუსებთან გლდანის გამგეობამ სკვერების სრული რეაბილიტაცია დაასრულა. 

მერიის ინფორმაციით, გამგეობის მიერ სამუშაოები მუხიანში  4 350 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა და სამუშაოებისთვის 555 091 ლარი დაიხარჯა, ხოლო გლდანულაში 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერის მოწყობისთვის 381 941 ლარი გამოიყო. 

"სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გლდანულას სკვერში მოეწყო გარე გამოყენების ტენისის მაგიდა, მუხიანში კი - ფიტნეს სივრცე.  

გლდანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დასრულებულ  სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics