|
2023-12-21 14:58:25, 582 ნახვა
საზოგადოება
22-23 დეკემბერს, ბაკურიანი მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) 22-23 დეკემბერს, ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში, მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი იასპარეზებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წლევანდელ შეჯიბრს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დაესწრება და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს, შეჯიბრის დირექტორი ანდრეა რინალდი და ტექნიკური დელეგატი ალექს სპანი. მათივე ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტის მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტრასა აღნიშნული დისციპლინისთვის. „ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაო ჩაატარა. დიდი ინვესტიციებია განხორციელებული. ზამთრის სპორტის პოპულარიზაციას ხელი ძალიან შეუწყო მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარებამ. ეს ინვესტიციები არის სპორტის, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას. რაც შეეხება ბაკურიანს ეს შესანიშნავი ადგილია, ყველასთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა", - აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, ანდრეა რინალდიმ. მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, (MTA) ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს (ბაკურიანი 2023), ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. მისივე შეფასებით, წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება საქართველოსადმი, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო, კონკრეტულად კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვედრილიყო. 2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გაგრძელდება გუდაურში სნოუბორდ კროსის (3-4 თებერვალი), ხოლო ბაკურიანში სქი ქროსის დისციპლინაში (10-11 თებერვალი) გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების პარტნიორები არიან კომპანიები „სილქნეტი" და "ბორჯომი".
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)