|
2023-12-21 13:43:52, 804 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ ქმნის განათლების შესაძლებლობებს - სამი საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდებისთვის
"საქართველოს ბანკი", მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი მიზანდასახულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, სამი საერთაშორისო სტიპენდიის ფარგლებში გახდნენ "საქართველოს ბანკის" რჩეულები, მიიღონ 100%-იანი დაფინანსება და გაემგზავრონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. "საქართველოს ბანკის" დაფინანსების მოპოვება შემდეგი საერთაშორისო სტიპენდიების ფარგლებში არის შესაძლებელი: ფულბრაიტის სტიპენდია ფულბრაიტის სტიპენდია აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა, რომელიც წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლას გულისხმობს. "საქართველოს ბანკი" იმ სტუდენტებს, რომლებმაც ბაკალავრიატის საფეხური უკვე წარმატებით დაასრულეს, აძლევს შესაძლებლობას, შეავსონ განაცხადი და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მაგისტრატურის საფეხური აშშ-ის პრესტიჟულ უნივერსიტეტში გაიარონ. ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, "საქართველოს ბანკის" სტიპენდია 2 წლის განმავლობაში სწავლის სრულ დაფინანსებას და ყოველთვიურ სტიპენდიას გულისხმობს. "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით კი უკვე 12 სტუდენტი გაემგზავრა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. პროგრამის კონკრეტული მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე. ინფორმაციისთვის, ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროა და კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო აწარმოებს. ჩივნინგის სტიპენდია ჩივნინგის სტიპენდიის ფარგლებში, "საქართველოს ბანკი" შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ ახალგაზრდებს, ერთი წლის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე მიიღონ განათლება. ჩივნინგის სტიპენდია დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. მსოფლიოს მასშტაბით სტიპენდიით 118 ქვეყნის წარმომადგენლები სარგებლობენ, მათ შორის საქართველოცაა. "საქართველოს ბანკმა" დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პარტნიორობა 2013 წელს დაიწყო. ფინანსური ინსტიტუტის დაფინანსებით, ჩივნინგის სტიპენდია საქართველოდან უკვე 26-მა ახალგაზრდამ მიიღო და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. პროგრამის ფარგლებში "საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებს სწავლისათვის საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს. კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში "საქართველოს ბანკისა" და Miami Ad School Europe-ის თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა კრეატიულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით Art Direction-ის ან Copywriting-ის მიმართულებით გერმანიაში 2-წლიანი პორტფოლიო პროგრამის გავლა 100%-იანი დაფინანსებით არის შესაძლებელი. "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, უკვე ოთხმა ახალგაზრდამ შეძლო მიეღო განათლება კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში - Miami Ad School Europe-ში. კონკურსში მონაწილეობის შესახებ წესები და შერჩევის კრიტერიუმები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)