|
2023-12-21 13:24:14, 732 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია IFAD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) რეგიონულ დირექტორს, ლიამ ჩიკას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და ერთობლივი მუშაობით მიღწეული პოზიტიური შედეგებისთვის. საქართველო არაერთი მიმართულებით რეფორმებს აქტიურად ახორციელებს. დადებითი შედეგები უკვე სახეზეა, თუმცა გარკვეულ სექტორში, მათ შორის საძოვრების მართვის კუთხით, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, მომავალში, IFAD-თან პარტნიორობის გააქტიურება და ეფექტიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც IFAD-ის რეგიონულმა დირექტორმა, ლიამ ჩიკამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)