|
2023-12-21 12:40:19, 988 ნახვა
საზოგადოება
კვლევა - საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებულ ეროვნულ კვლევაში, რომელსაც "საფარი" აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ყოველ მე-4 ქალს გამოუცდია ძალადობის რომელიმე ფორმა პარტნიორის მხრიდან. "ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ქალების 8.5%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა 18 წლის ასაკამდე. პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების 45.9%-ის თქმით, ძალადობის ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილი შესწრებია. შემთხვევების 10%-ში ბავშვებზეც უძალადიათ. ქალების 18%-ს გამოუცდია მასთან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი კაცისგან მაკონტროლებელი ქცევა. ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. 13%-ს დასჭირვებია სამედიცინო დახმარება. მომხდარი ძალადობის ახლობლებისთვის გამხელის შემთხვევაში, ქალების 16.4%-ს ურჩიეს ძალადობის ფაქტის დამალვა, 6.6% თავად დაადანაშაულეს, 7.5%-ისადმი კი ახლობლები გულგრილები დარჩნენ. საქართველოში ქალების 77.6% და კაცების 57.5% ფიქრობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა", - აღნიშნულია კვლევაში. "საფარის" ცნობით, რაოდენობრივი კვლევა 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა და 15-69 ასაკობრივ ჯგუფში 3 300 ქალი და 1 100 კაცი გამოიკითხა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)