|
2023-12-20 21:46:06, 842 ნახვა
საზოგადოება
ბარკალაია - ერთი ფანჯრის პრინციპის კონცეფცია ამოქმედდა და პირველი ფილიალი, არსებული კონცეფციით, საბურთალოზე გაიხსნა
ჯანდაცვის სამინისტრო მრავალი მიმართულებით მუშაობს, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის, დასაქმების, სოციალური რეაბილიტაციის სერვისების, დევნილთა მომსახურებების მიმართულებებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფართო სპექტრი ჩვენი მომსახურებებისა იყოს სწრაფი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მოქალაქეებისათვის. აქედან გამომდინარე, ერთი ფანჯრის პრინციპის კონცეფცია ამოქმედდა და პირველი ფილიალი, არსებული კონცეფციით, გაიხსნა საბურთალოზე - მიცკევიჩის ქუჩაზე, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარაკალაიამ განაცხადა. თამარ ბარკალაიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრში, მოქალაქე, ერთ სივრცეში და ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღებს სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას. „ვფიქრობთ, რომ ეს გაუმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს დროული და ეფექტური სერვისების მიღების შესაძლებლობას და კმაყოფილებასაც გაზრდის, ამ სერვისების მიმართულებით. საკმაოდ აქტიურია საბურთალოს ფილიალი, ერთ-ერთი დიდი მოცვითი არეალი აქვს. ჩვენ, გავაგრძელებთ სრულიად თბილისის და რეგიონების მოცვას აღნიშნული სერვისით. მომავალ წელს, იგეგმება, დაახლოებით, 10 ფილიალის ამოქმედება, მათ შორის თბილისის ხუთივე ტერიტორიულ ერთეულში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)