|
2023-12-20 18:17:15, 834 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა
თავდაცვის სამინისტროში აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, ეროვნული გვარდიის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის - „ფრთამოტეხილი მაფშალიას“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მინისტრის მოადგილეები და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა, მისი მნიშვნელობა აღნიშნა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა. "სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მამა-შვილის - ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრმა, ბარბარე ჯაფარიძემ შეასრულა. პროექტის ავტორი მომღერალი და კომპოზიტორი დავით არჩვაძეა, სიმღერის ტექსტის ავტორი კი, პეტრე კოლხია. ჯუანშერ ბურჭულაძემ ვიდეორგოლზე მომუშავე პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)