|
2023-12-20 18:04:15, 587 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ განათლებისთვის - „ლიბერთის“ მხარდაჭერით უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ჩატარდა
"ლიბერთის" მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა.წელს გამარჯვებულ გუნდებს შორის, ერთმა გუნდმა საქართველოდან ნახევარფინალურ ეტაპზე წარმატებულად იასპარეზა და მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს. "დასრულდა 2023-2024 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – Internatimal Collegiate Prohgramming Contest) ნახევარფინალი პროგრამირებაში, ე. წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი ქვეყნების: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის. ICPC-ის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება 42-მა გუნდმა მოიპოვა, მათ შორის სომხეთიდან - 12, აზერბაიჯანიდან -15 და საქართველოდან -15 გუნდი მონაწილეობდა. სასიხარულოა ის, რომ თბილისის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და ფინალში გადავიდნენ. ვულოცავ გამარჯვებულ გუნდებს ასეთი მნიშვნელოვან შედეგს, რადგან ასეთ ჩემპიონატებს წამყვანი ორგანიზაციები, როგორებიცაა: google, facebook და სხვა კომპანიები, ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმების მიზნით აკვირდებიან. წარმატებას ვუსურვებ ფინალში გასულ გუნდებს, რომლებიც 2024 წელს ეგვიპტეში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ", - აცხადებს იასონ ზარქუა, პროგრამისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი. "ლიბერთის" სტრატეგიის პრიორიტეტია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა და ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა. წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიგვეღო მონაწილეობა. ტრადიციულად, "ლიბერთის" თანადგომით, პროგრამისტთა მხარდაჭერის ასოციაცია ატარებს დაპროგრამებაში სტუდენტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს. განსაკუთრებით სასიხარულოა,ის რომ წელს ქართულმა გუნდმა გადალახა ნახევარფინალური ეტაპი და მომავალ წელს ქართველი სტუდენტები უკვე ფინალში იასპარეზებენ. "ლიბერთი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ყოველწლიურად ათობით ნიჭიერ ახალგაზრდას ეძლევა ჩვენს ბანკში სტაჟირების შესაძლებლობა და მათი უმრავლესობა კარიერულ წინსვლას სწორედ "ლიბერთიში" აგრძელებს", - ამბობს თორნიკე ბენიძე, "ლიბერთის" ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი. "ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)