|
2023-12-19 15:58:22, 617 ნახვა
საზოგადოება
პირველი ქვეითი ბრიგადა იუბილარია
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღნიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა ბრიგადის იუბილე მიულოცა და პირველი ქვეითი ბრიგადის მნიშვნელობასა და მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. „ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით -„გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ბრიგადის ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. მოწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)