|
2023-12-19 15:44:55, 737 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კრწანისის რაიონში დასუფთავების აქცია ჩაატარეს
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კრწანისის რაიონში, გრიგოლ ვოლსკის ქუჩის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცე დაასუფთავეს. ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ, კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ. „მოქალაქეებს მუდმივად მოვუწოდებთ, გავუფრთხილდეთ გარემოს, ნუ დავანაგვიანებთ ქალაქს, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ასეთი გამწვანებული ტერიტორიების სისუფთავეზე. დღეს დასუფთავების სამუშაოებში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი და ოთხი ერთეული სპეცტექნიკა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. სამშენებლო ნარჩენების განთავსების ობიექტი გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ინერტული ნარჩენის გატანა. ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - www.tbsg.ge. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)