|
2023-12-19 12:29:11, 693 ნახვა
საზოგადოება
ფეზერი - თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების მხრივ არაფერი იზღუდება, მაგრამ განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3%-ია
ჩვენი შეთანხმებით და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა. როგორ ფეზერმა საქართველოს შს მინისტრ ვახტანგ გომლაურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3%-ია. "ჩვენი შეთანხმებით და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ, მაგრამ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3%-ია. აუცილებელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება - უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება. მნიშვნელოვანი იყო გარკვეული ცვლილებების განხორციელება. ეს არის გამოძახილი მიგრაციის შეთანხმებისა. გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი შემოდის. ჩვენ გარკვეული ღონისძიებები უნდა განგვეხორციელებინა სწრაფად და ეფექტურად ამის დასაძლევად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩამოდიოდნენ და არ ითხოვდნენ თავშესაფარას. მიგრაციის შეთანხმება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გასული სამი წლის განმავლობაში გაიზარდა, მაგალითად უკრაინიდან 60%-ით მიგრაციის მაჩვენებელი",- განაცხადა ნენსი ფეზერმა. ცნობისთვის, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)