|
2023-12-19 11:08:57, 612 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმში მონაწილეობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ფორუმი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერებისგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და დასწრებოდნენ პანელურ დისკუსიებს. „აგროტექნოლოგიების და აგროინოვაციების ფორუმი ფერმერებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის კარგი პლატფორმაა საჭირო ინფორმაციის მისაღებად. მისასალმებელია ღონისძიებაში ახალგაზრდების მონაწილეობა. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარებისთვის“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. ფორუმს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორი ლუიზა ნამიჩეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების გამოფენა. აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)