01:13 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 15:08:05, 691 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ Student და sCool Card-ის მფლობელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ციფრული საფულით გადახდისას შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

​„საქართველოს ბანკი“, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მათ მორიგ სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან, „საქართველოს ბანკის“ Student და sCool Card - ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ციფრული საფულით - ით გადახდისას, შეღავათიანი ტარიფით ისარგებლონ.

ციფრული საფულით გადახდისას მომხმარებელი არა მხოლოდ მგზავრობის ხარჯს დაზოგავს, არამედ უფრო კომფორტულადაც გადაიხდის, რადგან ბარათის მობილურში დამატების შემდეგ, ერთი შეხებაც საკმარისია, რომ ტრანზაქცია წარმატებით შესრულდეს.

„ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის საჭირო და კომფორტული სერვისების შექმნასა და უკვე არსებული პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებაზე. ამიერიდან, „საქართველოს ბანკის“ Student და sCool Card - ის მფლობელებს შეუძლიათ გადაიხადონ ციფრული საფულით მარტივად და კომფორტულად, ტელეფონის მეშვეობით და  ამასთანავე ისარგებლონ შეღავათიანი ტარიფით. მის გასააქტიურებლად Student Card - ის შემთხვევაში სტუდენტებმა, ხოლო sCool Card - ის შემთხვევაში მშობლებმა, უნდა მოგვწერონ მობილბანკის ჩატში და აირჩიონ რომელი (ფიზიკური თუ ციფრული) ბარათით სურთ შეღავათის მიღება. ტარიფის ცვლილება კი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ჩათის მეშვეობით. გვჯერა, აღნიშნული სიახლე ჩვენს მომხმარებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას  გაუმარტივებს და მათთვის კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.  ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებსა თუ პროდუქტებზე მუშაობას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

აღსანიშნავია, რომ ციფრული საფულეში დამატებული „საქართველოს ბანკის“ ბარათების გამოყენება შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამ ქალაქებში მომხმარებლები სტანდარტული ტარიფით სარგებლობენ. სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics