|
2023-12-18 11:07:40, 820 ნახვა
საზოგადოება
Wine Enthusiast - თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების ერთობლიობა საქართველოს გამოარჩევს მსოფლიოს დანარჩენი ღვინის რეგიონებისგან და აქცევს მას განსაკუთრებულად მიმზიდველ ქვეყნად
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პრესტიჟულმა ამერიკულმა ღვინის ჟურნალმა Wine Enthusiast ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. Wine Enthusiast 1979 წელს დაარსდა, დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5-მილიონიანი აუდიტორიით. კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში Wine Enthusiast სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“ გამოქვეყნდა. ამასთან ერთად, ერთი თვის განმავლობაში, ქართული ღვინის სარეკლამო პრესბანერები ჟურნალის ვებგვერდზე განთავსდება. სტატიაში „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“, ქართული მეღვინეობის განვითარების 8 000-წლიან ისტორიასთან ერთად, თანამედროვე განვითარებულ ღვინის ინდუსტრიაზე, მის უნიკალურობასა და მრავალფეროვანებაზეა საუბარი. „მიუხედავად იმისა, რომ ქვევრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ მეღვინეობაში, ქართველი მეღვინეები ღვინის დაყენების სხვა მეთოდებსაც აქტიურად მიმართავენ. ერთი მხრივ, ქვევრი და, მეორე მხრივ, ღვინის დაყენებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა, ქართველ მეღვინეებს საექსპერიმენტოდ განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ეს, თანამედროვე და ტრადიციულ-ისტორიული ღვინის დაყენების ტექნოლოგიების ერთობლიობა გამოარჩევს საქართველოს მსოფლიოს დანარჩენი ღვინის რეგიონებისგან და აქცევს მას განსაკუთრებულად მიმზიდველ ქვეყნად“, - საუბარია სტატიაში.https://www.wineenthusiast.com/get-to-know-georgia-the-birthplace-of-wine/ აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2023 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის აქტიური მედიაკამპანია მიმდინარეობს: ქართული ღვინის სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის; აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი Ancient Vines (უძველესი ვაზი) მოამზადა; საიმიჯო სტატიები დაიბეჭდა სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast ). ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)