|
2023-12-18 10:11:48, 615 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - მინდა მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის სამინისტროს წლიური საქმიანობის შეჯამებისას, სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მიულოცა. მინისტრმა კანდიდატობის სტატუსის მიღების მიზნით გაწეული სამუშაოსა და განხორციელებული რეფორმების პროცესში, ქვეყნის ხელისუფლებისა და თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. „მინდა დავიწყო მილოცვით, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი წარმატება, მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა და მომავალშიც ასე იქნება. ძალიან დიდი სამუშაო გასწია პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ სრული შემადგენლობით. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე არა თუ ჩამოვრჩით რაიმე სფეროში რომელიმე ქვეყანას, არამედ, ჩვენი ქვეყანა სტაბილურად ვითარდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა, რომლის "მმართველობა ქვეყანაში ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი აღმოჩნდა". ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)