|
2023-12-18 09:27:31, 584 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - მშობიარობის ბიუჯეტი 62 მილიონამდეა გაზრდილი
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდა აღარ მოუწიოთ,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილის თქმით, რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პაციენტის თანაგადახდის შემცირება. „მშობიარობასა და საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით სამართლიანი ტარიფია განსაზღვრული. მშობიარობის ბიუჯეტი 45 მილიონიდან-62 მილიონამდეა გაზრდილი. შესაბამისად, 40 000 მშობიარობის შემთხვევაში,ჩვენ სამედიცინო დაწესებულებებს სამართლიანად ვუხდით. ტარიფში ჩადებულია, კლინიკებისთვის გონივრული მოგების მარჟაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხიდან, ღირსეული ანაზღაურება სამედიცინო პერსონალამდე მივიდეს. მშობიარობის გარდა სახელმწიფო სრულად აფინანსებს გართულებულ შემთხვევებსაც, ასევე ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგ: როგორიცაა რეანიმაცია. ეს ტარიფი თითოეული ბავშვის შემთხვევაში შესაძლოა 17 000-ლარამდე იყოს. აღნიშნული თანხები ჩვენი მოგონილი არაა. ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. ვფიქრობთ, რომ დღევანდელ რეალობას ეს ტარიფები სრულად შეესაბამება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდა აღარ მოუწიოთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)