00:51 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 12:12:55, 684 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან მუმლაძე, „საქართველოს ბანკის“ გარემოს დაცვის და კლიმატის რისკის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაეროს COP28 კონფერენციაში მონაწილეობდა

​„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მწვანე ინიციატივების განხორციელებას და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას.

ამ მიმართულებით ფინანსური ინსტიტუტის გამოცდილების გასაზიარებლად, „საქართველოს ბანკის“ გარემოს დაცვის და კლიმატის რისკის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთევან მუმლაძე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) წევრ მხარეთა 28-ე კონფერენციაში (COP28) იღებდა მონაწილეობას. კონფერენცია დუბაიში ჩატარდა, რომელსაც ვირტუალურ და ფიზიკურ სივრცეში 80,000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

ქეთევან მუმლაძემ საინვესტიციო კორპორაციის - Deutsche Investitions und Entwicklungsgesellschaft (DEG)-ის მიერ ორგანიზებულ პანელზე, სახელწოდებით „კერძო სექტორის და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადი და კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი ნულოვან ემისიური ტრანფორმაცია“, „საქართველოს ბანკის“ მიერ შემუშავებული კლიმატის სამოქმედო სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.

სტრატეგიის თანახმად, ბანკის მისიაა, საკუთარი აქტივობებითა და ინიციატივებით ხელი შეუწყოს ქვეყნის მიერ კლიმატთან დაკავშირებული მიზნების შესრულებას. აღნიშნული დოკუმენტი 2022 წელს გამოქვეყნდა და დამტკიცდა.

სტრატეგიის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ იღებს ვალდებულებას, შეაფასოს და მართოს მომხმარებელთან დაკავშირებული კლიმატის რისკები, ხელი შეუწყოს დაბალემისიურ ეკონომიკაზე გადასვლას, შეამციროს საოპერაციო სათბურის აირები, გაზარდოს თანამშრომელთა ცნობიერება კლიმატის ცვლილების შესახებ და მხარი დაუჭიროს მათში ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატური ცვლილების გამოწვევებთან გამკლავებას.

ამასთან, პანელზე ქეთევან მუმლაძემ ისაუბრა „საქართველოს ბანკის“ მიერ DEG-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მწვანე სესხების სწრაფი შეფასება“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების, განხორციელებული ინიციატივების შესახებ და განიხილა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც კერძო სექტორსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ნულოვანი ემისიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობას განაპირობებენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics