15:31 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 17:59:17, 606 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი - განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია და ეს ნათლად ჩანს მისი დაფინანსების მოცულობებში

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ხუციშვილის თქმით, 2020 წელს, ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსება, ჯამში, 1 მილიარდ 900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. 2024 წლისთვის, აღნიშნული დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია და 3 მილიარდ 550 მილიონ ლარს აჭარბებს. დაფინანსების ჯამური მოცულობიდან:

  • 1 მილიარდ 630 მილიონი ლარი მიიმართება ზოგადი განათლების დაფინანსებაზე;
  • 790 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად;
  • სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 440 მილიონ ლარს;
  • პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილია 113 მილიონი ლარი;
  • უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 245 მილიონი ლარი;
  • სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება შეადგენს 333 მილიონ ლარს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics