|
2023-12-13 15:44:32, 917 ნახვა
საზოგადოება
იმგზავრე ჩავარდნების გარეშე - „თეგეტა მოტორსმა“ ზამთრის პროდუქტებისთვის კრეატიული პრინტ სერია შექმნა
ზამთრის დადგომასთან ერთად, ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას და ცივი სეზონისთვის მომზადებას საჭიროებს. ამინდის გაუარესება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის და ამიტომ ავტომობილის ყველა დეტალი შემოწმებას და ზამთრისთვის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება „თეგეტა მოტორსის“ ახალი პრინტ სერია „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ რომელიც, ტრადიციულად მომხმარებლებს ზამთრის პერიოდში ავტომობილის გამართვისა და განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კრეატიული პრინტ სერიის ფარგლებში შექმნილ ვიზუალებზე სეზონური პროდუქტებია გამოსახული და იმ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნაზე მიგვანიშნებს, რომელსაც გაუმართავი ავტომობილით გადაადგილებისას ვაწყდებით. მძღოლებისთვის არსებული რისკების შესახსენებლად, „თეგეტა მოტორსმა“ ბანერები სოციალურ ქსელში განათავსა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ზამთრის დადგომისთანავე უნდა ვიზრუნოთ, საბურავია. ის ავტომობილის აგებულების ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც სეზონურობით გამოირჩევა. საბურავების შერჩევა და შეცვლა სეზონების მიხედვით, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების წინაპირობაა. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და დანიშნულების ადგილზე უსიამოვნო თავგადასავლების გარეშე მისვლის შესაძლებლობაც გექნებათ. ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამაში გამოიხატება მისი ეკონომიურობა. გარდა ფინანსური სარგებლისა, სხვადასხვა სეზონისა თუ გზის რელიეფისთვის საბურავის სეზონურად ცვლა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეიცვალოს საბურავები. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ფაქტორი არის ტემპერატურის კლება. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ არასეზონური საბურავები ზამთრის საბურავებით ჩაანაცვლოთ. ცივი სეზონისთვის ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)