|
2023-12-13 14:13:57, 629 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პროექტმა ყველაზე გამოყენებადი ელექტრონული სერვისის ნომინაციაში გაიმარჯვა
თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტმა MS Taxi, საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოს მე-13 რეგიონულ კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების კონფერენციაზე, ყველაზე გამოყენებადი ელექტრონული სერვისის საკონკურსო ნომინაციაში გაიმარჯვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ელექტრონული სერვისები რამდენიმე პროექტს აერთიანებს, რომლის მიზანია, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მოსახლეობამ სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სასურველი მომსახურების მიღება. სააგენტო აღნიშნული სერვისების განვითარებაზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. „მოხარულები ვართ, რომ ამ ნომინაციაში გავიმარჯვეთ. ჩვენი სააგენტო აქტიურად მუშაობს ინოვაციების მიმართულებით, რათა მოქალაქეებს არაერთი პრაქტიკული ელექტრონული სერვისი შევთავაზოთ. კონფერენციაზე მონაწილეობა მივიღეთ პანელურ სესიაშიც და ჩვენი პროექტები პროფესიულ წრეებს წარვუდგინეთ“, - განაცხადა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)