|
2023-12-12 21:33:43, 722 ნახვა
საზოგადოება
ილია ღუდუშაური - მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფების გათანაბრების შედეგად დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება
ერთი თვეა რაც DRG მოდელით დაფინანსება მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც გავრცელდა. ცვლილების შედეგად, მშობიარობის დაფინანსება 500-დან 1222 ლარამდე, საკეისრო კვეთის კი 800-დან 1222 ლარამდე გაზარდა. აღნიშნული სერვისები კი ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სერვისებზე ტარიფების გათანაბრება ქვეყანაში საკეისრო კვეთების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა. ცვლილების ამოქმედებიდან ერთი თვის შემდეგ კი უკვე დადებითი სტატისტიკა დაფიქსირდა. „ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი ერთ-ერთი გამოწვევა იყო, სწორედ ამის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასის გათანაბრება, ეს აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა, იმისთვის რომ გარკვეული მოტივაციები შეიზღუდოს საკეისრო კვეთებთან დაკავშირებით კლინიკების მხრიდან. მინდა დაგიდასტუროთ, რომ გაუმჯობესებული სტატისტიკა გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი თვეა და ზოგად სურათზე საუბარი ვფიქრობ ნაადრევია, თუმცა, წინა პერიოდთან შედარებით დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)