|
2023-12-12 14:21:48, 974 ნახვა
საზოგადოება
კიდევ უფრო სწრაფი - „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში საინვესტიციო ანგარიშიდან თანხის განაღდების პროცესი გამარტივდა
მომხმარებლებისთვის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ინვესტირების პროცესის გასამარტივებლად, „საქართველოს ბანკი“ ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მობილბანკის ინვესტიციების მოდულში აქციის გაყიდვით მიღებული თანხის პირად ანგარიშზე გადატანის პროცესი უფრო მეტად მარტივი და სწრაფი გახდა. თუ აქამდე აქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის საინვესტიციო ანგარიშიდან პირად ანგარიშზე გადატანისთვის ჯამში 4-6 სამუშაო დღე იყო საჭირო, ახლა ეს პროცესი უფრო დაჩქარდა. მართალია მოთხოვნის დაფიქსირებიდან დასტურის მიღებამდე ლოდინის პერიოდი კვლავ 2-3 სამუშაო დღეა, თუმცა, დასტურის მიღების შემდეგ თანხის პირად ანგარიშზე გადატანა მომენტალურად არის შესაძლებელი. ამასთან, წლის ბოლომდე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მობილბანკის საინვესტიციო მოდულით ვაჭრობისა და საინვესტიციო ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიოს გარეშე ისარგებლოს (აქცია არ ვრცელდება Penny Stock-ებით ვაჭრობისას). „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, შევქმენით პირველი საინვესტიციო მოდული საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე და შეიძინონ 6000-მდე საერთაშორისო კომპანიის აქციები. მობილბანკის ინვესტიციების მოდულით სარგებლობის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად კი ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. რომელთაგან ერთ-ერთი თანხის საინვესტიციო ანგარიშიდან პირად ანგარიშზე გადასატანად მოცდის დროის შემცირებაა. იმედი გვაქვს, რომ ეს სიახლე მომხმარებლებისთვის აქციებით ვაჭრობის პროცესს კიდევ უფრო მეტად კომფორტულს და მათზე მორგებულს გახდის. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ინვესტიციების მოდულს რამდენიმე ათეულ ათასზე მეტი ადამიანი იყენებს და ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში. „საქართველოს ბანკის“ საინვესტიციო მოდულით სარგებლობა მობილბანკის მეშვეობით არის შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



