|
2023-12-12 12:34:41, 650 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შვედეთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით, მოსამართლეებთან და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. "სამუშაო შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მოსამართლეები, პროკურორები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლის მნიშვნელობასა და იმ მიდგომებზე, რასაც უწყება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით და მსხვერპლთა დაცვის მიზნით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირებისთვის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, შემაკავებელი ორდერის, რისკის შეფასების ინსტრუმენტის, მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების როლსა და მნიშვნელობაზე, მათი ეფექტიანი გამოყენების რელევანტურ საკითხებზე იმსჯელეს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და სხვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)