17:31 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 13:01:36, 757 ნახვა

საზოგადოება
NDI - ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევებად რჩება.

შეკითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მაქსიმუმ სამი პასუხი - პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • ფასების ზრდა/ინფლაცია - 37%;
  • სამუშაო ადგილები - 35%;
  • სიღარიბე - 28% ;
  • ტერიტორიული მთლიანობა - 23%;
  • პენსიები - 20% ;
  • ხელფასები - 17%;
  • განათლება - 11%;
  • ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება - 8%;
  • ადამიანის უფლებები - 8%;
  • NATO-ში გაწევრიანება - 7%;
  • ევროკავშირში გაწევრიანება - 7%;
  • სამართლიანი არჩევნები - 6%;
  • რუსეთთან ურთიერთობა - 6%;
  • სიტყვის თავისუფლება - 5%;
  • საკუთრების უფლება - 4%;
  • გარემოს დაცვა - 4%;
  • კორუფცია - 4%;
  • სამართლიანობის აღდგენა - 3%;
  • სასამართლო სისტემა - 3%;
  • კრიმინალი - 3%;
  • სხვა - 3%;
  • არ ვიცი - 3%.

ცნობისთვის, NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics