|
2023-12-10 16:41:36, 734 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე აშშ-ში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ბრეგაძემ შეხვედრისას ხაზი გაუსვა ICC-ს განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის საკითხში. "მინისტრის თქმით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევები საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების დაცვასა და ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს. რატი ბრეგაძემ სილვია ფერნანდეს დე გურმენდთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ICC-ის დამფუძნებელი წევრი სასამართლოს აქტიური მხარდამჭერია. კერძოდ, ყოველთვის მონაწილეობს სესიებში, საერთო დებატებსა და დისკუსიებში. მიმდინარე წელსაც საქართველო აქტიურად იყო ჩართული ICC-ის ახალ მოსამართლეთა არჩევნებში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების ორდერების დროულად აღსასრულებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა წევრი სახელმწიფოების აქტიურ ჩართულობას ენიჭება. შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულება",- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)