13:22 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-09 11:58:10, 1129 ნახვა

სამართალი
იუსტიციის მინისტრი ნიუ-იორკის პრობაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯუანიტა ჰოლმსს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ნიუ-იორკის პრობაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯუანიტა ჰოლმსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე იმ რეფორმებსა და ინოვაციებზე ისაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში ახორციელებს.

„ინოვაციური მოწყობილობა „პრობბოქსი“ პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლის თანამედროვე მექანიზმია, რომელსაც ევროპაში ანალოგი არ აქვს. პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და მომსახურება, პრობაციის ბიუროებთან ერთად, ალტერნატიულ შენობებშია შესაძლებელი, რითაც გაიზარდა პრობაციონერთა ანონიმურობის დაცვა და მათი კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალი“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ამერიკულ მხარეს აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში იუსტიციის სამინისტროს მიერ დანერგილი სარეაბილიტაციო პროგრამებიც გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონებში მედიაციის სივრცეებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრების გახსნის მნიშვნელობას.

"აღინიშნა, რომ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების სამომავლო განვითარების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.

ქართულმა მხარემ პრობაციის სფეროში აშშ-ის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა და მასპინძელ მხარეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics