|
2023-12-09 11:55:42, 810 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ
ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ. კულტურის სფეროს მთავარი ჯილდო, სპეციალური პრიზი - „ოვაცია" წელს 20 ხელოვანს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა. ,,კულტურა ნამდვილად არის ის მთავარი საყრდენი, რომლის გარეშეც ვერც ერთი საზოგადოება ვერ პროგრესირებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კულტურას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა საერთაშორისო პოპულარიზაციის კუთხით და თითოეულ ნიჭიერ ხელოვანს სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდეს მხარდაჭერა. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად მდიდარია როგორც კულტურით, ასევე ნიჭიერი ხელოვანებით. შესაბამისად, მსოფლიო კულტურის რუკაზე ღირსეული ადგილი გვიჭირავს. მსურს თითოეულ ხელოვანს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ღვაწლისთვის, გისურვოთ შემდგომი წარმატებები", - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებული ხელოვანები დაჯილდოება მეორე წელია იმართება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)