|
2023-12-08 13:53:05, 644 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რატი ბრეგაძემ ლი ჯუნჰუასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები პასუხობს გლობალურ გამოწვევებს და მათი განხორციელება ეროვნულ დონეზე გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ამ პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებისთვის სახელმწიფო სერვისების სწრაფ, თანაბარ და ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას. სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები სამინისტროს სავიზიტო ბარათია, რომელზე ხელმისაწვდომობასაც უწყება გამუდმებით აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით. „იუსტიციის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტ სერვისს 118 იუსტიციის სახლისა და მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით შეუფერხებლად აწვდის მომხმარებელს. მნიშვნელოვანია, რომ ახალდანერგილი მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით სოფლის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ყველა სერვისი სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე, ინოვაციურია იუსტიციის სახლების ფუნქციონირება პენიტენციურ დაწესებულებებში. შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა გაეროს გენერალური მდივნის ოფისთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)