|
2023-12-08 11:22:52, 591 ნახვა
საზოგადოება
ოზურგეთის მერი - სოფელ შემოქმედში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები 33 ოჯახი, პრემიერის გადაწყვეტილებით, 30 000 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები 33 ოჯახი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მიიღებს ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ექსპერტების დასკვნის თანახმად, თავად ეს შენობა დემონტაჟს ექვემდებარება. "საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ღირსეული, უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები ოზურგეთის განვითარების ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მთავარი დაპირება იყო. ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მინდა გაგაცნოთ, რომელიც შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ავარიულ მრავალბინიან კორპუსს - ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებს ეხება - ჩვენ ეს შენობა საფუძვლიანად შევამოწმეთ, იგი ამორტიზებულია და საფრთხეს წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის. ამიტომ, შემოქმედში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრებ 33 ოჯახს მინდა ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მიიღებს ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით, რათა შეძლოთ ალტერნატიული ფართის შეძენა და უსაფრთხოდ განაგრძოთ ცხოვრება. ექსპერტების დასკვნის თანახმად, თავად ეს შენობა ექვემდებარება დემონტაჟს“,- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)