|
2023-12-06 15:22:39, 781 ნახვა
საზოგადოება
ვაშაძე კალაძეს - ახლა გზაში ვარ, აშშ-ში მივემგზავრები, ხვალ გიპასუხებ საქმიანად - მანამდე გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობის შედეგია
ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია,- ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას. ვაშაძის თქმით, ევროპის დედაქალაქებში 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება, თუმცა სატრანსპორტო კოლაფსი არ იქმნება. "კახი, ახლა გზაში ვარ, მივემგზავრები აშშ-ში, ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმზე, ხმაც ცუდად ისმის თვითმფრინავში. ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე კი გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და 600 ათასი ავტომობილი არც არის ქალაქში. ევროპის დედაქალაქებში ამაზე 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება და დღეში საშუალოდ ცხოვრების 3 საათს საცობში არავინ ატარებს",- ამბობს ვაშაძე. შეგახსენებთ, დღეს, 6 დეკემბერს თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, "სისტრასთან“ დაკავშირებით "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით". აღსანიშნავია, რომ მანამდე, "სტრაგეტია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობდა, რომ თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპანია "სისტრას“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)