|
2023-12-06 13:34:29, 749 ნახვა
საზოგადოება
მერია - გოძიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება, 6-დან 20 დეკემბრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა 23:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. "პირველ ეტაპზე, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის ქუჩაზე - მუხრან მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვალენტინ თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ თოფურიძის ქუჩიდან მაჭავარიანის ქუჩის მიმართულებით თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მუხრან მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით. მაჭავარიანის ქუჩიდან თოფურიძის ქუჩის მიმართულებით, მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მაჭავარიანის, თოფურიძის შესახვევისა და თოფურიძის ქუჩების გამოყენებით. მეორე ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 11-დან 20 დეკემბრამდე. აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის IV შესახვევში და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ გოძიაშვილის ქუჩაზე ორმხრივად",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)