|
2023-12-05 13:34:46, 715 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით რომში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა
„თიბისისა“ და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველის ემიგრანტებისთვის, რომის ბიბლიოთეკაში, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. რომის Biblioteca Enzo Tortora ბიბლიოთეკაში ქართველ ემიგრანტებს და ქართული ლიტერატურით დაინტერესებულ ყველა მსურველს უკვე აქვთ სტუმრობისა და ქართული წიგნების წაკითხვის შესაძლებლობა. აქ დახვდებათ, როგორც უფროსებისთვის შერჩეული ქართული და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხოური ლიტერატურა, ასევე, პატარებისთვის განკუთვნილი ქართულენოვანი საბავშვო ლიტერატურაც. პროექტის მიზანი ქართული ენის და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი მხარდაჭერაა. რომში კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამ გზით, სხვადასხვა ასაკის ქართველი ემიგრანტებისთვის, ხელმისაწვდომი ხდება მრავალფეროვანი ჟანრის ქართულენოვანი ლიტერატურა. „თიბისის“ მხარდაჭერით და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა ქართული წიგნის კუთხეები: თურქეთში - სინოპში, იტალიაში - რომსა და ნეაპოლში. „თიბისი“ მომავალშიც გააგრძელებს ქართველი ემიგრანტებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)